Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
დავით აბაშიძე

დავით აბაშიძე

ბიოგრაფია

დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის ( ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის ( ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარის („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი“, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970) და სხვა სახეები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1924-04-29
  • დაბადების ადგილი: Tiflis, Georgian SSR, Transcaucasian SFSR, USSR
  • ასევე ცნობილია: დოდო აბაშიძე, Абашидзе Давид, Давид (Додо) Абашидзе, Додо Абашидзе, Dodo Abashidze, დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე, დავით (დოდო) აბაშიძე

ფილმების ჩამონათვალი დავით აბაშიძე