Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
ვახტანგ ფანჩულიძე

ვახტანგ ფანჩულიძე

ბიოგრაფია

სპეციალური სამსახიობო განათლება არ მიუღია. მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ერთი ნახვით შეყვარება" (რ. ესაძე, 1975). სხვა მნიშვნელოვანი როლებია: კობა ("ვალსი მთაწმინდაზე", ბ. წულაძე, 1975), ანთიმოზი ("გზა შინისაკენ", ა. რეხვიაშვილი, 1981), ბურნუთა ("სიყვარული ყველას უნდა", გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი (უმცროსი), 1980), ვახო ("წყარო", დ. ხოჯავა, 1985). მონაწილეობს ფილმებში: "მწერვალი" (მ. კოკოჩაშვილი, 1976), "დილის ნისლივით" (გ. ხოჯავა, 1976), "ლომა-დავიწყებული მეგობარი"(ბ. რაჭველიშვილი, 1982), "ჯადოსნური ღამე" (თ. ფალავანდიშვილი, 1983), "წისქვილი, ქალაქის გარეუბანში" (რ. ესაძე, 1984), "ღამის ილუზია" (მ. ხონელიძე, 1985), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (თ. ფალავანდიშვილი, 1990), "ცეცხლთან თამაში" (ა. ნინუა, 1990), "კედელი" (ზ. ბუაძე, 1991).

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე:
  • დაბადების ადგილი:
  • ასევე ცნობილია: Вахтанг Панчулидзе, Vaxtanq Pançulidze