Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
Akaki Vasadze

Akaki Vasadze

ბიოგრაფია

აკაკი ალექსის ძე ვასაძე დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა ა. ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში; 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“), ყანდური („დათა თუთაშხია“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1899-08-05
  • დაბადების ადგილი:
  • ასევე ცნობილია: