Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
ეროსი მანჯგალაძე

ეროსი მანჯგალაძე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინომსახიობთა თეატრის დირექტორად და მსახიობად. თეატრში შესრულებული მნიშვნელოვანი როლები: ივანე მახარაძე (ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გვადი (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), დათვი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ა. ცაგარელის "ხანუმა"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე") და სხვა. კინოში შექმნა კომედიური სახეები: ალექსანდრე ("წარსული ზაფხული"), სევერიანი ("თოჯინები იცინიან"), სამჭკუაშვილი ("ქვევრი"), მღვდელი ("ლონდრე"), ჩორეხი ("ნატვრის ხე") და სხვა. დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის (ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში; უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. მისი სახელობისაა საქართვ. I არხის რადიოთეატრი, სპორტული სტადიონი სამტრედიაში. თეატრალური საზოგადოების მიერ დაწესებულია მისი სახელობის პრემია.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1925-03-03
  • დაბადების ადგილი: Samtredia, Georgia
  • ასევე ცნობილია: Erosi Mandjgaladze , Erosi Mandzhgaladze , Erosi Manjgaldze , Эроси Манджгаладзе